უკან

აკადემია

აკადემია

სამთო ველო მოყვარულო შენთვის კარგი ამბები გვაქვს!

ველოაკადემიის მეშვეობით თრეილვოჩი გიზიარებს თავის გამოცდილებას და გაძლევს შესაძლებლობას გაეცნო და დაეუფლო სამთო ველო-დაშვებას.

კურსის ხელმძღვანელია თრეილვოჩის გუნდის წევრი  მიშო ნოზაძე, რომელიც 10 წელია რაც  აქტიურად მოღვაწეობს ამ სპორტში.  მის ბალანსზეა არაერთი საპრიზო ადგილი სწრაფ დაშვებაში, ასევე მას მოვლილი აქვს საქართველოს ურთულესი ბილიკები და ფლობს სრულყოფილ თეორიულ ცოდნას სამთო ბაიკის მართვის შესახებ.

კურსის ფარგლებში, მიშო გაგიზიარებს სამთო ველოსიპედის მართვის პრინციპებს და ტექნიკებს. სპეციფიკური ვარჯიშები და თეორიული განმარტებები კი დაგეხმარება კურსის ვადებში აითვისო ის, რისთვისაც დამოუკიდებლად ველო მოყვარულებს ჭირდებათ წლები.

აქტიური კურსები:

სამთო ველოსიპედის მართვის საბაზისო კურსი

კურსის განმავლობაში გაეცნობი

 ყველა ძირითად უნარს და ტექნიკას რის შემდეგადაც შენი ველოსიპედის მართვა გახდება უფრო სასიამოვნო, უსაფრთხო და ეფექტური !
ასევე შეიძენ სიღრმისეულ ცოდნას სამთო ველოსიპედის კონტროლის და მანევრირების შესახებ. თეორიის პარალელურად, ვარჯიშების მეშვეობით, გააცნობიერებ სამთო ველოსიპედის სრულ შესაძლებლობებს და პოტენციალს. 
დაეუფლები სამთო ველოსიპდით დაბრკოლებების გადალახვის თავისებურებებს და ექსტრემალურ სიტუაციებში შეძლებ თავდაჯერებულად მათ გადალახვას, რაც შენს ექსტრემალურ თავგადასავლებს მეტად სასიამოვნოს და დაუვიწყარს გახდის. 

გაწევრიანება

გსურს კურსზე ჩაწერა?
გაიარე რეგისტრაცია