TrailWatch • ბილიკებზე მეტი
TRAILWATCH-ის ძირითადი საქმიანობაა საქართველოს მაშტაბით სამთო ველობილიკების პროექტირება, მშენებლობა და ხარისხის მართვაა.
ჩვენ ვზრუნავთ ჯანსაღი აქტივობის პოპულარიზაციაზე, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრულებშიც. ჩვენი გუნდი ქმნის გამოცდილებაზე დაფუძნებულ გამორჩეულ პროდუქტს, აკონტროლებს და იცავს შესრულების ხარისხს, რის შედეგადაც ვღებულობთ მსოფლიო დონის ველო ბილიკს ან სრულყოფილ სამთო ველო პარკს.
მისია:
ჩვენი მთავარი მისია საქართველოში სამთო ველო სპორტის განვითარებაა. ექსპერტული დაგეგმარებით, გამორჩეული სამთო ველო ბილიკების მშენებლობით, შეჯიბრების ორგანიზებით და სხვა ღონისძიებების დაგეგმარებით ჩვენ ვცდილობთ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას
მიზანი:
ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ და დავაჩქაროთ სამთო ველო სპროტის ინტეგრირება საქართველოში. ვინაიდან აღნიშნული სპორტი საკმაოდ პოპულარულია განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც თავისი რელიეფური შესაძლებლობებით საკმაოდ ჩამოუვარდებიან საქართველოს, ვთვლით რომ, ჩვენმა ქვეყანამ სრულიად უნდა აითვისოს თავისი პოტენციალი და გახდეს ერთ-ერთი მოწინავე ამ სფეროში.
ღირებულებები:
სამთო ველო-სპორტის სიყვარული – ჩვენი გუნდის ყველა წევრი გატაცებულია სამთო ველო-სპორტით, შესაბამისად გვაქვს დიდი სურვილი რომ გავუზიაროთ ამ სპორტის განუმეორებელი თავგადასავლები და ემოციები სხვებსაც.
ხარისხი – ჩვენ ვიცავთ ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. ყველა საქმეში რასაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, იქნება ეს ბილიკის დიზაინის დაგეგმარება, შეჯიბრის ორგანიზება თუ ტურის დაგეგმვა, ჩენთვის ხარისხი ყოველთვის პირველ ადგილზეა.
ინოვაციურობა – ჩვენ პერიოდულად ვნერგავთ ბილიკების დიზაინისა და მშენებლობის ინოვაციურ და ეფექტურ მიდგომებს. მუდმივათ ვეძებთ ახალ მეთოდებს ეფექტურობის, ხარისხის და საბოლოოდ უკეთესი სამთოველო გამოცდილების შესაქმნელად.
კოლაბორაცია – ჩვენ გვჯერა რომ ერთობით უფრო ადვილად შეგვიძლია მიზნების მიღწევა და განვითარება. ჩვენ აქტიურად ვეძებთ პარტნიორობას, ადგილობრივ თუ უცხოურ ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
ჩვენი გუნდი
პარტნიორები
თბილისის მერია
Design-Tbilisi
europop
MTA
Redbull
Traillab