Trailwatch DH Series : Turtle Lake Send
2025 წლის 5 ოქტომბერს, ჩენი გუნდის ორგანიზებით ჩატარდა შეჯიბრი Trailwatch DH Series : Turtle Lake Send.
შეჯიბრი ჩატარდა Downhill დისციპლინაში კუს ტბის ბაიკ პარკში რომელიც აშენდა ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით 2 წლის წინ.
შეჯიბრის სავარჯიშო,საკვალიფიკაციო და ფინალური დაშვება ჩატარდა Single-ზე (რთული ბილიკი) რომლის რთულ დაბრკოლებებს გაუკეთდა ასავლელები.
საერთო ჯამში შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 60–მდე რაიდერმა, რომელთაგანაც 9 საუკეთესო დაეუფლა საპრიზო ადგილებს.თითო კატეგორიაში გვყვავდა 3 გამარჯვებული და მათ შესაბამისად გადაეცათ 300, 200 და 100 ლარი ფულადი ჯილდო.
მსგავსი ტიპის შეჯიბრი ხშირად არ ტარდება საქართველოში რაც დასანანია რადგან სანახაობრივად DH შეჯიბრი ბევრად საინტერესოა ვიდრე რომელიმე სხვა ველო შეჯიბრი. ვიმედოვნებთ რომ მომავალში გაიზრდება ინტერესი ამ სპორტის მიმართ და ძალიან მალე გვექნება იმის საშუალება რომ შემოგთავაზოთ კიდევ ერთი DH შეჯიბრი.
გამარჯვებულების და მონაწილეების ზუსტი დროის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

















