Trailwatch X Skoda : Explore Biking with Skoda 2025
2025 წლის ოქტომბერში, შკოდა საქარველოს დაკვეთით, ჩავატარეთ სამთო ველოსპორტის ფესტივალი, რომელშიც მონაწილება მიიღო 70ზე მეტმა ველო–მრბოლელმა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა 2 ტიპის შეჯიბრი ; XCO და ელიმინატორი. XCO შეჯიბრი ჩატარდა ლისის ტბის მიმდებარე ბილიკებზე, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ როგორც სწრაფ დაშვებაში, ასევე აღმასვლაშიც. XCO კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ გოგონების ბიჭების და ასევე პროფესიონალების კატეგორიაში, მათ გადაეცათ 2000, 500 და 300 ლარიანი Velo+ -ის ვაუჩერები. რაც შეეხება ელიმინატორს, იგი ჩატარდა ასევე ლისის ტბის მიმდებარე მინდორზე სადაც ჩვენმა გუნდმა მოაწყო საშეჯიბრო ტრეკი. ელიმინატორში გამარჯვებულები გამოვლინდნენ გოგონების და ბიჭების კატეგორიაში, მათ გადაეცათ 500, 200 და 100 ლარიანი Velo+ -ის ვაუჩერები.
დეტალური შედეგების სანახავად გადადით ბმულზე.

















