Trailwatch X Skoda : Explore Biking with Skoda
2024 წლის ოქტომბერში, შკოდა საქარველოს დაკვეთით, ჩავატარეთ სამთო ველოსპორტის ფესტივალი, რომელშიც მონაწილება მიიღო 60–ზე მეტმა ველო–მრბოლელმა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა 2 ტიპის შეჯიბრი ; ენდურო და ელიმინატორი. ენდუროს შეჯიბრი ჩატარდა კუსტბის ბაიკ პარკის მარტივ (DH Half) ბილიკზე, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ როგორც სწრაფ დაშვებაში, ასევე აღმასვლაშიც. ენდურო კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ გოგონების და ბიჭების კატეგორიაში, მათ გადაეცათ 2000, 500 და 300 ლარიანი Velo+ -ის ვაუჩერები. რაც შეეხება ელიმინატორს, იგი ჩატარდა კუს ტბაზე არსებული პარკინგის ტერიტორიაზე სადაც ჩვენმა გუნდმა მოაწყო საშეჯიბრო ტრეკი. ელიმინატორში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასევე გოგონების და ბიჭების კატეგორიაში, მათ გადაეცათ 500, 200 და 100 ლარიანი Velo+ -ის ვაუჩერები. შეჯიბრის გარდა ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი აქტივობებით, ნებისმიერ მსურვეს შეეძლო ძალების მოსინჯვა ბალანსირებაში სადაც ყველაზე “გაწონასწორებულმა” რაიდერებმა თავისი წილი ჯილდოც აიღეს.
დეტალური შედეგების სანახავად გადადით ბმულზე